2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული და გადავადებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვისა და მატერიალურად წარმოდგენის თარიღი:
- სამაგისტრო ნაშრომის ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვა: 1 - 2 ოქტომბერი, 18:00 საათამდე.
- სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 7 ოქტომბერი, 17:00 საათამდე.
მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი .
სამუშაო საათები: 10:00- 17:00 .
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი (აკინძული);
- ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
- ID ბარათის ან პასპორტის ასლი;
- დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა);
- სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა);
- ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
- სამაგისტრო ნაშრომის სატიტულო გვერდი უნდა იყოს თანდართული (თავფურცელის შესაბამისი)
გთხოვთ, გაეცნოთ:
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასების წესს - სამაგისტრო ნაშრომის მოცულობა და სტრუქტურა განსაზღვრულია წინამდებარე წესის დანართის შესაბამისად.
სამაგისტრო ნაშრომის მიმართ მოქმედი სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნები განსაზღვრულია ფაკულტეტის მიერ დადგენილი აკადემიური წერის სტანდარტებით.
სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო ვერსია უნდა აიტვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში. იხილეთ ინსტრუქცია.
პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემოწმების მიზნით იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი
ანტიპლაგიატის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ელ. ფოსტაზე zurab.bitcholashvili@tsu.ge
ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!